რამ აატირა პოლონელები ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე? (ფოტოკოლაჟი)

Image

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ღონისძიება პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორებს მხარდაჭერა გაუწია საქართველოში პოლონეთის საელჩომ.


ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო ‘შერატონში“ გაიმართა, ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, ასევე ცნობადი სახეები და პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უფრო მასშტაბურად აღინიშნა.

 

საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული პოლონეთში ქართული სათვისტომო. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან ვარშავაში ფოლკორული ანსამბლი “ერთობა” ჩავიდა.

 

ანსამბლის წევრებმა ვარშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პირველად შეასრულეს პოლონეთის ჰიმნი. ანსამბლ “ერთობის“ მიერ შესრულებულმა ჰიმნმა დამსწრე საზოგადოების და, განსაკუთრებით, პოლონელი სტუმრების დიდი ემოციები გამოიწვია, სტუმრების ნაწილმა ჰიმნის შესრულების შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

 

ღონისძიებაზე სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძებიც დააგემოვნეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა საინფორმაციო – ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ“ გაუწია.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ “კვირასთან“ საუბრისას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ვარშავაში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ, რომ მათ ქართული კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

 

ელჩმა ღონისძიებაში ანსამბლ “ერთობის“ მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მიერ შესრულებული ჰიმნის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოების ნაწილმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. „ვარაშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 400-მდე სტუმარი გვყავდა, მათ შორის, პარლამენტის, საგარეო საქმეთა და სხვა უწყებების, ასევე რეგიონების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა – ჩვენი დიასპორა.

 

წელს კიდევ უფრო მასშტაბური იყო ღონისძიება. „ერთობის“ სახით ძალიან კარგი ჯგუფი ჩამოვიდა ვარშავაში, ძალიან სწრაფად აითვისეს პოლონური ჰიმნი და ვარშავაში ქართველების მიერ პირველად შესრულდა პოლონური ჰიმნი. ამან ძალიან ემოციურად იმოქმედა პოლონელებზე, რამდენიმე მათგანმა მითხრა კიდევაც, რომ ცრემლები ვერ შეიკავეს. სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ.

 

სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ღვინო. პოლონელებს ძალიან უყვართ ქართული ღვინო, ღვინის ფართო არჩევანი იყო წარმოდგენილი. ღვინის დეგუსტაციამ სასიამოვო აჟიოტაჟი გამოიწვია. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, რამაც მოწონება დაიმსახურა. თითქმის ყველაფერი იყო, რითაც შეიძლებოდა გაგვეცნო და წარმოგვეჩინა სტუმრებისთვის საქართველო.

 

ისეთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთაც აღინიშნება, ამ დღეს მაქსიმალურად და თან აკუმულირებულ ფორმაში უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყნის კულტურა, ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ, რადგან სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ“,- განუცხადა “კვირას“ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ “კვირას“ პოლონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი კატო ლოლაძეც ესაუბრა. კატო ლოლაძე მოხარულია, რომ ანსამბლ “ ერთობის“ მიერ შესრულებულმა ჰიმნმა და სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. პოლონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქართული სიმღერის, კულტურის პოპულარიზაცია.

 

„ვარშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ანსამბლი “ერთობა“ მოვიწვიეთ. მოხარული ვარ, რომ მათმა შესრულებამ ასეთი მოწონება დაიმსახურა. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ჩვენ მზად ვართ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,-აღნიშნა კატო ლოლაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !