
„ალიას“ ინფორმაციით, იოსებს ერთ-ერთმა გამტაცებელმა თავი გაზის ინკასატორად წარუდგინა და როდესაც მან კარი გააღო, ბინაში 4 ადამიანი შევიდა და ახალგაზრდა იარაღის მუქარით გაიტაცეს.
ცხადია, კითხვების ჩნდება, რატომ უნდა გაეტაცებინათ მაინცდამაინც როინ გიორხელიძის შვილი?
საიდან იცნობდნენ გიორხელიძეების ოჯახს? ხომ არ ჰქონდა გატაცებულის მამას გამტაცებლების ვალი ან სხვა პირადი კონფლიქტი?
„ალიამ“ გაარკვია, რომ გატაცებული იოსების მამა, როინ გიორხელიძე, მოღვაწეობს მოსკოვში, ის არის წარმატებული ბიზნესმენი, წარმოშობით გახლავთ წყალტუბოდან, ითვლება შეძლებულ ადამიანად, მას გამტაცებლების არანაირი ვალი არ ჰქონია და არც პირადი კონფლიქტი რომელიმე მათგანთან არ გააჩნდა.
საქმე ისაა, რომ გამტაცებლებიდან ერთერთი კერძოდ კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვარჩლიანი, წარმოშობით არის წყალტუბოდან და გიორხელიძეების ფინანსური შესაძლებლობა კარგად იცოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ მოთხოვნილ 300 000-ს საკუთარი შვილის გამოსასყიდად უპრობლემოდ გადაიხდიდა.
სხვათა შორის, უცნაური ისაა, რომ გამტაცებლებმა ახალგაზრდა თბილისთან ახლოს, მცხეთის რაიონში, არმაზში გადამალეს, და არა, ვთქვათ, უკონტროლო ტერიტორიაზე, თუნდაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში?“, -წერს გამოცემა.
„ალიამ“ ასევე გაარკვია, როგორ მოხდა დანაშაულის კვალზე გასვლა.
„გამტაცებლები იოსებ გიორხელიძეს სვამენ მანქანაში და პირველად მიჰყავთ „ნახალოვკაში“, საიდანაც მას საკუთარი მობილური ტელეფონით არეკვინებენ მამასთან და თავად იოსები ატყობინებს მამას, რომ გატაცებულია და უნდა დაელოდოს ზარს.
ამის შემდეგ, იოსების მობილურს გამტაცებლები აგდებენ და ის მიჰყავთ წყნეთში. როინ გიორხელიძე პირადად აყენებს შს მინისტრს საქმის კურსში. იგეგმება სპეცოპერაცია. როინ გიორხელიძის ტელეფონზე შემოდის ზარი და მას კონკრეტულ ციფრს ეუბნებიან გამტაცებლები, რომ გადასახდელი აქვს 300 000 დოლარი.
შემოსული ზარის დახმარებით შსს ადგენს გამტაცებლების ადგილსამყოფელს, ზარი დაფიქსირდა წყნეთიდან. გამტაცებლები გაიყვნენ ორ ნაწილად, ორი მათგანი იმყოფებოდა წყნეთში, ხოლო გატაცებული კი ორ მათგანს ჰყავთ არმაზის ხეობაში.
გიორხელიძეს უნიშნავენ ფულის გადასაცემად ადგილს და ეს ადგილია წყნეთი. როინ გიორხელიძე მიდის დანიშნულების ადგილზე და ხდება საქმის გახსნა, გატაცებიდან 4 ოთხი დღის შემდეგ, თუმცა ეს ძალიან უცნაურია, ასეთი დაუნი როგორ უნდა იყო ყოფილი ძალოვანი, რომ იმ ტელეფონით რეკავდე, რომელსაც არ აგდებ და იტოვებ? “, - წერს „ალია“.