
თბილისის საკრებულო მომდევნო კვირიდან საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურისთვის ჯარიმის შემოღების საკითხზე დაიწყებს მუშაობას.
საუბარია რესტორნებში, კლუბებსა და ბარებში ხმამაღალ მუსიკასა და ხმაურზე.
აკრძალვა შესაძლოა დაწესდეს ასევე ფოიერვერკების გაშვებაზეც. აღნიშნული ინიციატივის ავტორი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც ambebi.ge ესაუბრა.
„ჩემი საკრებულოში მოსვლის დღიდან არაერთი განცხადება შემოვიდა პირადად ჩემს სახელზე, სადაც მოსახლეობა ითხოვდა ხმაურის აღკვეთას, რადგან ძალიან შეწუხებულები არიან რესტორნებიდან, ბარებიდან მომავალი ხმაურით.
ასევე შუაღამეს გაშვებული ფოიერვერკების, მოტოციკლებისა და მაყუჩის გარეშე მავალი მანქანების ხმაურით. ამ ყველაფერის გამო, გადავწყვიტეთ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.
არსებული დებულების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის 2001 წელს მიღებული და 2004 წელს კორექტირებული დებულებაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მასში არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი.
შეწუხებული მოქალაქეები ზედამხედველობისა და პატრულის თანამშრომლებს გამოიძახებდნენ, ისინი კი მხრებს აიჩეჩავდნენ და მიდიოდნენ. ამას ჭირდება დარეგულირება, რადგან ადამიანებს აქვთ უფლება, ღამე მშვიდად ეძინოთ.
11:00-დან დილის 7 საათამდე უნდა აიკრძალოს ხმამაღალი მუსიკა და საერთოდ ხმაური. რეგულაციის შემოღების შემდეგ, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეები გამოიძახებენ ზედამხედეველობის სამსახურს, რომელიც სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურს და თუ ხმაურის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება,
ნებისმიერი ხმაური უნდა გაიზომოს. თუ ქუჩაში რამდენიმე „პავაროტი“ ზის და რამდენიმე „პაატა ბურჭულაძეც“ მიუჯდა, დაიწყეს ხალხის შეწუხება, მათაც გაუზომავენ ხმას და 41 დეციბელზე მეტი თუ ექნებათ, მათაც დააჯარიმებენ. ცალკე დასარეგულირებელია მშენებლობის პროცესის შედეგად წარმოქნილი ხმაური.
მე პირადად ვემხრობი, რომ მინიმუმ იყოს 1000 ლარი ჯარიმა. 23:00 საათამდე რაც უნდათ ის ქნან. 11:00-ის მერე კეთილი ვინებოთ და მივეჩვიოთ ერთმანეთის პატივისცემას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.