
ერთერთი შშმ ბავშვის მშობელი, რომელსაც შვილი თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე შშმ ბავშვების სპეციალიზებულ სკოლაში დაჰყავს, წერს, რომ სკოლას არა აქვს პარკინგი, ხოლო შესასვლელი, რომელიც დაწესებულებას საცხოვრებელი კორპუსებიდან ჰქონდა, მოსახლეობამ გააუქმა.
შშმ ბავშვის მშობელი „ფეისბუქზე“ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია.
„მინდა მოგიყვეთ რა ხდება ამ ფოტოზე . ეს არის შშმ ბავშვების სკოლა,სადაც დამყავს ჩემი ანასტასია. ბორჯომის 10 ნომერში. სკოლას ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი,რომლის ეზოში მანქანით შესვლის უფლებას არ გვაძლევენ,არც პარკინგი გვაქვს გამოყოფილი და ამხელა ბავშვების ხელით ტარება გვიწევს.
ეს კიდევ არაფერი, მე შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მეორე შემოსასვლელი(რომელიც კორპუსების მხრიდან არის) მოსახლეობამ დაადუღა,იმ მიზეზით რომ "არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება" ჩვენ ვაპირებთ ჩვენი უფლებების მოთხოვნას და დაცვას.ყველას გთხოვთ შემოგვიერთდეთ“, - წერს მშობელი.
თბილისში, ბორჯომის 10-ში კავშირ „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის“ მიერ დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის. როგორც საქმიანობის აღწერაშია მითითებული, აქვეა სამკურნალო პედაგოგიკის კურსები.