
როგორც „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი გიორგი კვიტაშვილი ამბობს, ინტერვიუსთვის დრო შეზღუდული იყო და ამიტომ ბევრი კითხვა დაუსმელი დარჩა.
„მე დავსვი ძირითადი კითხვები რაც საზოგადოებისთვის იყო მტკივნეული და რაც მე, როგორც ჟურნალისტს მაინტერესებდა.
სამწუხაროდ შეხვედრის დრო არ იყო უსაზღვრო და იყო შეზრუდული, თორემ არა მხოლოდ ამ საკითხზე არამედ ბევრ სხვა საკითხზეც შეიძლებოდა საუბარი. მე ვთვლი, რომ ზოგადი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური და შეფასებითი აქცენტები იყო, თუმცა უფრო მეტი დრო რომ მქონოდა, უფრო მეტ კითხვას დავსვამდი.
ალბათ ოთხი-ხუთი საათი დამჭირდებოდა, რომ მომეცვა ყველა ის საკითხი , რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ბევრი კითხვა იყო, რომელიც ვერ დავსვი, მაგრამ ახლა ასე კონკრეტულად არ მახსენდება.
თუ კიდევ ერთხელ მომეცემა საშუალება ინტერვიუს ჩაწერის, აუცილბელად დავუსვამ,“ - განაცხადა გიორგი კვიტაშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.