-
2014-09-15 16:03
მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, ექსპრემიერთან მის კონტაქტს ხელს გარკვეული პირები უშლიან. არადა მისი თქმით, ივანიშვილებთან ნათესაური კავშირი აქვს.
„დაწმუნებული ვარ, გარემოცვა დღესაც ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შევხვდე. წარმოიდგინეთ, მე, ბერას ნათლია, ვერ ვახერხებ მასთან შეხვედრას და ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის ხმა როგორ მისწვდება ხელისუფლებას! ვიცი, ვინც არიან ის ადამიანები, რომლებიც ასე ოსტატურად აშენებენ კედელს არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ბიძინას შორის, არამედ ხელისუფლებასა და ხალხს შორის“, - განუცხადა „ასავალ-დასავალს“ თამრიკო ჭოხონელიძემ.