-
2014-09-11 13:48
ზესტაფონში მცხოვრები ფიქრია საყვარელიძე სამართალდაცმველებს პროკურატურაში უჩივის. მისი თქმით, მეუღლე თამაზ გორგაძე სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და სცემეს, მეუღლის დაკავების მიზეზად. კი იმას ასახელებს, რომ პოლიციელს პაემანზე უარი უთხრა.
„სოციალურ ქსელში და ტელეფონზე მწერდა ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მამუკა კამლაძე, პაემანზე შემხვდიო. მე მტკიცე უარი განვუცხადე. ამის შემდეგ კი მითხრა, მაშინ შენს ოჯახს პრობლემები შეექმნება. ცოტა ხანი გავიდა და ქმარი 10-მდე სამართალდამცველმა დააკავა, თვითონ კამლაძე კი დაკავების დროს ჩემს ქმარს სახეში ბოთლს ურტყამდა. მე და ჩემმა მეუღლემ უკვე მივმართეთ პროკურატურას", - აცხადებს საყვარელიძე.
როგორც ცნობილია, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.