-
2014-09-10 17:32
შემთხვევა 9 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, ქუთაისში კინოთეატრ „სულიკოსთან“ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციას სხვაგვარად აღწერენ შსს-ს პრესსამსახურში, სადაც ამბობენ, რომ მხოლოდ მამაკაცი დააკავეს და როცა გაიგეს, რომ სიძე იყო, ხელწერილით გაათავისუფლეს.
„საკუთარი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალ-ყურს, გოგონას სადედოფლო კაბა ეცვა და ამით მივხვდი, რომ სიძე-პატარძალი დააკავეს.
სავარაუდოდ, მაყრიონი იყო, რადგან ბევრი მანქანა მოძრაობდა ერთად,“ -განაცხადა თვითმხილველმა სოფო გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა. უწყება ფაქტს ადასტურებს და განმარტავს:
„აღნიშნული პიროვნება სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა, რისთვისაც გააჩერა პატრულმა.
მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
მძღოლი აღმოჩნდა ნასვამი, თუმცა როდესაც პატრულმა გაარკვია, რომ დაკავებული სიძე იყო, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“.