-
2014-09-10 14:44
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში დედა ნინო დიდებულიძე აცხადებს, რომ მის ვაჟს მკვლელთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
„კონფლიქტი კი არა, ჩემი შვილი, თენგო, ციხეში იმ საწყალს პატრონობდა.
ბიჭება ახლა მითხრეს, თენგო ციხიდან ღრიალ-ღრიალით რეკავდა, პატარა ვაკელი ბიჭიაო და ჩემი შვილი პატრონობდა. თენგო რომ მოკვდა, მთელი ციხე დუღდა, ისეთი ბიჭი წავიდაო, ამბობდნენ.
ახლაც, იცით, ციხე რა დღეშია? ის მკვლელი, ჯობს, სადღაც დაიმალოს და საერთოდ არ დაიჭირონ, მიწაში ჩაძვრეს და საერთოდ არ ამოძვრეს, მისთვის ასე აჯობებს. თენგო და ის სულაც რომ არ ყოფილიყვნენ ნაცნობები, ასეთი ტრაგედია მოხდა, კაცი ცოლ-შვილით ავარიაში დაიღუპა და მისი ერთადერთი ძმა როგორ უნდა მოკლა?!
29 აგვისტოს მთელი ოჯახი არაფრის გამო ამომიწყდა. დღისით, მზისით სახლში მოდიოდნენ, დასასვენებლად იყვნენ. თვენახევარი იქ იყო შვილიშვილი, წესიერად არც მინახავს, ჩავდიოდი-ჩამოვდიოდი... რა სისულელეა! ეგენი ციხეში ერთად არასდროს მსხდარან, თან იმ პერიოდში, "ცოცხებამდე", პატიმრებს ერთმანეთს აცემინებდნენ? ხმაურის გამო სცემდნენ პატიმრებს.
ჩემი შვილი მიშას დროს იჯდა ციხეში. თანაც რატომ უნდა ეცემა? პირიქით - ვაკელი ბიჭია, პატარა არისო და ვინმეს რომ არ დაეჩაგრა, პატრონობდა. ეგ ბიჭი მაგრად მეცოდება.
ჩემი შვილი საერთოდ არ მეცოდება იმიტომ, რომ თავის ძმასთან, ძმისშვილთან და რძალთან არის წასული.
პირველ რიგში, მკვლელი მეცოდება. მან აქაურობაც ჯოჯოხეთად გაიხადა და იქაც გარანტირებული აქვს ჯოჯოხეთი“, - აცხადებს ნინო დიდებულიძე.