-
2014-09-08 11:32
წაიკითხე, თუ გინდა გაიგო, რა ხდება მამიკოს სულსა და გონებაში, როცა მას ქალიშვილი უჩნდება.
1. არავის არასოდეს უთქვამს, რომ ჩემი გოგონა ასე ადრე დაიწყებდა ბიჭებით დაინტერესებას
ერთხელ, როცა მე და მერი სპორტულ დარბაზში ვიყავით ერთად, მერიმ მოულოდნელად მითხრა: "მამიკო, იმ ბიჭს შეხედე, მომწონს". სატრენაჟორო დარბაზთან მდებარე კაფეში შევედით, ის ბიჭიც იქ დაგვხვდა და ჩემს გოგოს მისთვის თვალი არ მოუცილებია.
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მერის ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ის ბიჭი მისთვის იდეალური იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა "მაგრამ" - ის ბიჭი დაახლოებით 18 წლის იყო, ჩემი პაწაწუნა კი – 3-ის.
2. ჩემთვის არასოდეს უთქვამს ვინმეს, რამდენად ძლიერ შემიყვარდებოდა ჩემი ცოლი
ჩემი ცოლის მინი-ვერსიის დაბადებამ მომცა საშუალება გამეგო, ვინ არის სინამდვილეში ჩემთვის ჩემი ცოლი. ცოლის ჩვევები, რომლებიც ადრე მაღიზიანებდა კიდეც, ახლა ჩვენს ქალიშვილში ვლინდებოდა და ისინი უკვე ძალიან საყვარლად მეჩვენებოდა.
3. არასოდეს უთქვამს ვინმეს, რომ ჩემი ქალიშვილისთვის პამპერსის გამოცვლა რევოლუციას მოახდენდა ქალის ანატომიის შესახებ ჩემეულ გაგებაში
ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა მისთვის პამპერსის ერთხელ გამოცვლა.
4. არავის არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ ქალიშვილის დაბადება ავტომატურად გადამაქცევდა ფემინისტად
ეს ვინ მიუახლოვდა ჩემს გოგოს?
5. არავის უთქვამს ჩემთვის ქალიშვილის გაჩენის საპირისპირო მხარეზე
ახლა ყველგან ჩემს გოგონასთან ერთად დავდიოდი, ხელჩაკიდებული. თავისუფლად ქუჩაში სეირნობა აღარ შემეძლო. ბრბოში ყველა უცნობი ჩემი პატარისთვის პოტენციურ მუქარად მეჩვენებოდა.
6. ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს, რომ სიმღერა Butterfly Kisses საუკეთესოა მსოფლიოში
ადრე ეს სიმღერა ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ მე და ჩემი ქალიშვილი ამ სიმღერაზე ვიცეკვებდით ჩემი მეგობრის ქორწილში. ახლა მის მოსმენაზე ტირილს ვერ ვიკავებ.
7. აქამდე არავის უთქვამს ჩემთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ვარდისფერი
გასულ შობას მერიმ სანტა-კლაუსს სათამაშო ძაღლი სთხოვა. როცა სანტამ სათამაშოს ფერი ჰკითხა, ჩემმა შვილმა მტკიცედ უპასუხა, რომ ის ვარდისფერი უნდა იყოს. ახლა ჩვენს სახლში ყველაფერი ვარდისფერია.
8. არავის უთქვამს აქამდე, შეიძლება, მხოლოდ ჩემს ცოლს, რომ გოგონები ქორწინებაზე ლამის საფენებიდანვე ფიქრობენ. ადრე ამის არ მჯეროდა!
თავიდან ეს ყველაფერი ძალიან საყვარლად მეჩვენებოდა, რადგან მერის უნდოდა, მე გამომყოლოდა ცოლად, მაგრამ ცოტა ხნის წინ ახალი საქმროს შესახებ მამცნო, რომელიც უკვე შეუგულებია.
9. არავის არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემი ცოლის შემდეგ რომელიმე სხვა ქალი ასე ძალიან შემიყვარდებოდა
10. არავის არასოდეს უთქვამს, რომ გადავირეოდი მანიკიურზე, თოჯინების მოვლაზე, დედის გარდერობის შესწავლაზე და სხვა წვრილმანებზე.
ეს ხომ ძალიან სახალისოა? მერის ძალიან მოსწონს!
შემთხვევითი მკითხველი იფიქრებს, რომ ეს ძალიან სენტიმენტალურია, მამაკაცური მამის კვალობაზე. მაგრამ ყველა მამამ, ვისაც ქალიშვილი ჰყავს, იცის, ეს პატარა წვრილმანები რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია მათთვის.
mshoblebi.ge