-
2014-09-07 11:31
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაციძე ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პატრულსა და მიკროავტობუსის მძღოლს შორის დაპირსპირების მცირე მონაკვეთია გადაღებული.
კადრები თვითმხილველმა გადაიღო და პარლამენტარს მიაწოდა, შემთხვევა ხასურში მოხდა, სამარშრუტო ტაქსი თბილისი–ქუთაისის რეისს ასრულებდა.
როგორც თვითმხილველი ირწმუნება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძღოლს ფიზიკურადაც გაუსწორდა, პოლიციელი კი მის დაკავებას ცდილობდა.
,,ეს ვიდეო ახლახანს გამომიგზავნეს. თვითმხილველის განცხადებით:
“გამარჯობა ბ-ნო გოგა. ხაშურში პოლიცია ქუთაისელ მარშუტკის მძღოლს ხელს ურტყავდა.
სამწუხაროდ გადაღება გვიან დავიწყე, მაგრამ ესეც საკმარისია. გთხოვთ გამოიყენოთ მასალა,"– წერს გოგა ხაჩიძე