-
2014-09-06 11:49
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურში დაკარგულ მარიკა სარიშვილს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
„ჯერ გვითხრეს, 24 საათში ყველაფერს გავაკეთებთო და ახლა ყურადღებას ნაკლებად გვაქცევენ. მე მარიკა სარიშვილის მამიდა ვარ და ვითხოვ დროულად მოიძებნოს ჩემი ძმისშვილი", - განაცხადა მარიკა სარიშვილის მამიდამ.
დაკარგულის მეზობლები კი ახალ ვერსიაზე საუბრობენ.
„4 სექტემბერს, დილის 11 საათზე ეს გოგო გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არაფერი ვიცით. გვაქვს ინფორმაცია, რომ სამი დღის წინ დაბა ლაითურში "მერსედესის" მარკის მანქანა გამოჩნდა, რომელიც სხვა დროს არ შეგვიმჩნევია.
ორ ჩვენს ნაცნობს მანქანაში მჯდომმა მამაკაცმა შესთავაზა, რომ ქალაქ ოზურგეთისკენ თუ მიდიოდნენ, წაიყვანდა, მაგრამ არ გაყვნენ. სავარაუდოდ, მარი ჩაჯდა ამ მანქანაში, რადგან მას დაბის სამარშრუტო ტაქსით არ უმგზავრია.
მარიმ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ნარუჯაში ყოფნის დროს დედას და დას ერთდროულად გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მან მოახერხა სახლში დარეკვა და დედას შველას სთხოვდა.
ეს ზარი, როგორც სამართალდამცველებისგან გავიგეთ, ბათუმიდან დაფიქსირდა", - აღნიშნეს მარიკა სარიშვილის მეზობლებმა.
ambebi.ge