
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი დირექტორი ხატია ვედმედევა თანამდებობაზე აღადგინა.
იგი დაკავებული თანამდებობიდან ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ გაათავისუფლა.
ცნობისთვის: ქუთაისის ოპერის დირექტორს ხატია ვედმედევას ოპერის ყოფილი თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე სილამაზის სალონში ეპილაციის გაკეთებას ედავებოდნენ.
ბრალდების თანახმად, ხატია ვედმედევამ სალონში თმის მელირების, პედიკიურისა და მანიკიურის გარდა, ოთხჯერ ლაზერული, ბიკინის ზოლის ეპილაციით ისარგებლა, რამაც 3 ათასი ლარი შეადგინა.
kutaisitoday.com