
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს შესაძლოა ძლიერ იწვიმოს.
წუხელ ღამით ძლიერ წვიმდა საგარეჯოსა და ყვარელში. წვიმდა ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში.
კერძოდ, დევდორაკის ხეობასა და სტეფანწმინდაში, გუდაურში კი სეტყვა იყო.
ხვალ დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, მისი სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი – 25-30 გრადუსი.
7-8 სექტემბერს კი საქართველოში სინოპტიკოსები პერიოდულად ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ შეიცვლება.
7-14 სექტემბრის ჩათვლით კვლავ ცხელი ამინდი შენარჩუნდება - ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 36 გრადუსი.