-
2014-09-05 13:40
გავრცელებული ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე ინიშნება.
ჟურნალისტი „ნიუპოსტთან“ საუბარში ინფორმაციას არ ადასტურებს.
„არანაირი მსგავსი შემოთავაზება არ მიმიღია. ასე რომ არ გიდასტურებთ. ვისვენებ, ჯერჯერობით სახლში ვარ", - განაცხადა შუბლაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფო მოსიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა.
ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მაისში დატოვა, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.