
სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული მკვლელობები განსაკუთრებით საგანგაშოა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში, საკმაოდ მსუბუქი სასჯელი გამოიყენება.
"მე ვფიქრობ, რომ აქ მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პასუხისგებლობაც უნდა დადგეს, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი შეჩერდეს და უფრო მეტი ყურადღება იქნას გადატანილი პრევენციაზე, რათა მომავალში ავიცილოთ მსგავსი დანაშაულებების გაგრძელება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.