-
2014-09-04 16:11
ყაჩაღებისგან ნაწამები დედა-შვილი დღეს ვანში ჟურნალისტებმა მოინახულეს.
ერთ-ერთი მათგანი, „კურიერის“ კორესპოდენტი თეონა ცხომელიძე „ფეისბუქია“ პირად გვერდზე წერს, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება.
„ველაპარაკე იმ 4 წლის ბავშვის დედას, რომელიც გუშინ ძარცვისას „დააუთოვეს“. ბავშვს აქვს შიშები, ვერ შედის სახლში, სადაც თავდასხვა მოხდა და ვერ იძინებს.
მეგობრებო, თუ ვინმე ხართ, ან იცნობთ ნევროპათოლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგს, ან არ ვიცი, ვისაც შეუძლია დახმარება და აქვს სურვილი მოინახულოს პატარა, მზად ვარ ხვალ დილით ჩემი მანქანით და ჩემი ხარჯით ჩავიყვანო ვანში და წამოვიყვანო უკან.
ვფიქრობ, ამ ბავშვის ასე მიტოვება მეორე დანაშაულია... მადლობა წინასწარ", - წერს ჟურნალისტი.