-
2014-09-03 13:22
ვიცე პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან და ტერორიდან ქვეყნის გამოყვანა არ ნიშნავს დამნაშავეების დაუსჯელად დატოვებას.
„მე მესმის რამდენად მძიმეა, როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცვლებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი, ყველა დამნაშავე, ყველა კრიმინალი. ", - განაცხადა ვიცე პრემიერმა.