ბედნიერების ტესტი ფსიქოლოგისგან

Image

ეს ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი ფსიქო-ტიპი.

 

აირჩიეთ 6-დან 1 ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ – თითოეული ნახატი თქვენს პიროვნებას დაახასიათებს.

 

თუ აირჩიეთ ნახატი 1 - თქვენ ხელგაშლილი და მორალურად ძლიერი პიროვნება ხართ.

 

მთელი ცხოვრება იბრძვით, რომ უკეთესი გახდეთ. გაქვთ მაღალი ამბიციები და სტანდარტები. შესაძლოა, გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ თქვენთან რთულია ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე რთული თქვენთვის საკუთარ თავთან ურთიერთობაა.

 

დაუღალავად მუშაობთ საკუთარ თავზე, მაგრამ ეგოისტი არ ხართ. მუშაობთ მხოლოდ იმიტომ, რომ გსურთ, უკეთესი გახადოთ სამყარო. გიყვართ იქამდე, სანამ ტკივილს არ მოგაყენებენ. შემდეგ კი... მაინც გიყვართ, მაგრამ ამას აღარ აჩვენებთ. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია შეაფასოს და დააფასოს შესაბამისად ის, რასაც თქვენ აკეთებთ.

 

2. საინტერესო და სამართლიანი

პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა გაქვთ და გამუდმებით ზრუნავთ სხვებზე. კეთილსინდისიერად ეკიდებით ყველა საქმეს და მარტივად იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.

 

არაჩვეულებრივი ხასიათი გაქვთ. ადამიანებში ნდობას იწვევთ. კაშკაშა, მახვილგონიერი და ენამოსწრებული პიროვნება ხართ. ყოველთვის გაქვთ რაღაც საინტერესო ამბავი მოსაყოლად.

 

3. ჭკვიანი და იდუმალი

 

შესანიშნავი მოაზროვნე ხართ. თქვენი აზრები და იდეები – უმნიშვნელოვანესია. გიყვართ საკუთარი თეორიებისა და შეხედულებების მარტოობაში განხილვა. ინტროვერტი ბრძანდებით. მხოლოდ მათთან შეგიძლიათ ურთიერთობა, ვისაც ფიქრი და განსჯა შეუძლია.

 

არასოდეს ხართ ზედაპირული. ბევრ დროს ხარჯავთ მორალზე ფიქრში. ცდილობთ აკეთოთ მხოლოდ ის, რაც მართებულია, მაშინაც კი, თუკი საზოგადოების დიდი ნაწილი არ გეთანხმებათ.

 

4. გამჭრიახი და ფილოსოფოსი

უნიკალური ადამიანი ხართ. თქვენ სიახლოვეს თქვენი ოდნავ მსგავსი ადამიანიც კი არ არსებობს. ინტუიციური ხართ და ცოტათი უცნაურიც. ხშირად არასწორად ესმით თქვენი და ეს ტკივილს გაყენებთ. თქვენთვის აუცილებელია პირადი სივრცის ქონა.

 

გჭირდებათ თქვენი შემოქმედების განვითარება და გარშემომყოფთა მხრიდან დაფასება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გარკვევით არჩევს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ძალიან ემოციური პიროვნება ბრძანდებით.

 

5. საკუთარ თავში დარწმუნებული და დომინანტი

 

დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. თქვენი პრინციპია: "აკეთე თავად!" მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერი საკუთარი თავისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხართ.

 

ზუსტად იცით, რა გსურთ და არ გეშინიათ ცხოვრებისეული გამოწვევების. ერთადერთი, რაც ადამიანებისგან გჭირდებათ, არის ის, რომ გულწრფელები იყვნენ თქვენთან. თქვენ მზად ხართ მწარე სიმართლისთვისაც კი.

 

6. კეთილი და მგრძნობიარე

 

მარტივად ამყარებთ ურთიერთობას ადამიანებთან. გყავთ უამრავი მეგობარი და გსიამოვნებთ მათი ცხოვრების გალამაზება. საოცრად ნათელი და თბილი აურა გაქვთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ.

 

ყოველდღე ფიქრობთ, როგორ გახდეთ უკეთესი. გსურთ იყოთ საინტერესო, გამჭრიახი და უნიკალური. გესაჭიროებათ სიყვარული ისე, როგორც არავის და მათი სიყვარულიც შეგიძლიათ, ვისაც თავად არ უყვარხართ.

 

marao.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !