-
2014-09-02 14:44
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისი შვილი რატი მილორავა ცილისწამების გამო მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია.
„ამ ქვეყანაში მე მავალია ადამიანის უფლებების დაცვა. ამ ადამიანებს შორის არის საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე რატი მილორავა, ადამიანი, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტრავმა მიიღო ჩემს გამო და მგონი, საკმარისია მასზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება.
ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ რატი მთელი თვის განმავლობაში თბილისში ნახა. ძალიან მიკვირს, რომ ტელევიზიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: ყველა ამ ცილისწამებაზე სასამართლოში მიბრძანდებიან და იქ აგებენ პასუხს.
ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ამით უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის თავს მედიის ნაწილს უწოდებს და თავს უფლებას აძლევს, თავის მიერ გამოგონილი ბინძური ცილისწამებით ადამიანებს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატმა უარყო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სქაი ბარში“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული რატი მილორავას მეგობარია.
„ერთი ადამიანი დამისახელეთ, ვინც ადასტურებს, რომ ან მეგობარია, ან რატი ნახა იმ ბარში. მეპატრონემაც თქვა, რომ წლინახევრის წინ არის იქ ნამყოფი, მას შემდეგ კი არ გვინახავსო”, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.