
როგორც ჩანს, "რეცეპტული რეფორმის" პირველი დღე არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, შელაპარაკებები და უკმაყოფილება აფთიაქებში ახალი წესების შემოღების პირველ დღესვე წარმოჩინდა.
გთავაზობთ ერთ-ერთ სტატუსს, სადაც ავტორი კონკრეტულ შემთხვევას აღწერს:
"ექიმმა დედაჩემს (შვიდსაათიანი ლოდინის და 74-ლარიანი ხარჯის შემდეგ (თერაპევტის კონსულტაცია, სისხლის ანალიზი და კუჭზე რაღაც ანალიზი (ისე, ხველების წამალს ვერ დაუნიშნავდა...) გამოუწერა წამლებიი.
მივიდა აფთიაქში და ფარმაცევტმა - უი, ამ რეცეპტზე ის არ წერია, რამდენი ხანი უნდა სვა ანუ რამდენი გამოვწერო და ვერ მოგცემთო. მერე, ერთი ამბების შემდეგ, თავიანთი ექიმის დახმარებით (რეცეპტის გამომწერი ჩემი მასწავლებელი იყოვო), "დაადგინეს", რომ ხველაზე უბრალოდ, თითო ფლაკონი უნდა გამოეწერათ და ეგ იქნებოდა.
ბატონო მინისტრო, დღეს რამდენიც თქვენ გაგინეეებთ...".