
სერიალის პროდიუსერის ირაკლი საღინაძის თქმით, არის შანსი, რომ კატოს პერსონაჟი არ დაბრუნდეს. სერიალის პერსონაჟთა შორის, სავარაუდოდ აღარ იქნება არც თინა.
„ჯერ ბოლომდე არ გვაქვს რაღაცეები გადაწყვეტილი, ამიტომ არ მინდა ვიჩქარო და წინასწარ რაღაც ავანსად გავცე, რომელიც მერე შეიძლება ტყუილი გამოვიდეს. სექტემბრის შუაში უფრო გარკვეული ვიქნები. 10 სექტემბრისთვის დავიწყებთ ისეთი თემების გადაღებებს, რომელზეც ჩამოყალიბებული ვართ. არის შანსი, რომ კატოს პერსონაჟი არ დაბრუნდეს. სერიალში აღარც თინა იქნება. თუმცა ბოლომდე ეს თემა გადაწყვეტილი არ არის სეზონის დრამატურგია დალაგებული ჯერ არ გვაქვს. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ – შემდეგი სეზონი კატოს და თინას გარეშე და სიახლეების ხარჯზე გადავაგოროთ, რათა მაყურებელმა ინტერესი არ დაკარგოს. ძველი სახეების ცვეთა საკმაოდ მაღალია. ამიტომ მეტი სიახლე გვჭირდება“, - აცხადებს საღინაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.