აურზაური განათლების სამინისტროში - ვინ დაბლოკა დირექტორობის კანდიდატები

Image

29 აგვისტოს განათლების სამინისტრომ იმ კანდიდატთა და სკოლების სია გამოქვეყნა,  სადაც ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭოებმა სკოლების დირექტორებად უნდა აირჩიონ.

 

 

რაოდენ იყო კანდიდატთა უმეტესობის გაკვირვება, როდესაც ამ სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა.

 

არადა, როგორც თავად აცხადებენ, არც განათლებით, არც კვალიფიკაციით და არც კომპეტენციით არ ჩამოუვარდებიან არათუ წარდგენილ, არამედ სამინისტროში მომუშავე კადრებს. გაჩნდა ეჭვი, რომ სამინისტრომ ასე მოიშორა თავიდან „უპატრონო“ კანდიდატები, ანუ ისინი, ვისაც განათლების სამინისტროში „დაქალები“ და ნათესავ-მეგობრები არ აღმოაჩნდა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ერთ-ერთ მოსაზრებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

 

Kaki Khuskivadze:  როგორც ყოველთვის, ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას მოგახსენებთ.

 

1) საინტერესოა, რა იყო შეფასების კრიტერიუმი, როგორ ხდებოდა პრეტენდენტებს შორის კანდიდატის შერჩევა.

 

2) სამინისტრომ აუცილებლად უნდა გასცეს იმ პრეტენდენტებს პასუხი, რომლებიც არცერთ სკოლაში არ წარადგინეს, რის საფუძველზე იქნა ეს ხალხი დაბლოკილი.

 

3) რატომ არ მოხვდა წარდგენილთა სიაში ზოგიერთი მოქმედი ან გათავისუფლებული დირექტორი, რომელიც საკუთარი კომპეტენციით სამინისტროს თანამშრომელთა, არ მომერიდება ვთქვა 90% აღემატება (გვარს და სახელს შეგნებულად არ ვასახელებ). იმიტომ, რომ სამინისტროს არ სურს???

 

4) რატომ არ წარადგინეს ისეთ სკოლაში არავინ, სადაც პრეტენდენტთა რაოდენობა 12, 15 ან 17 იყო, ხოლო ბევრ სკოლაში 1 პრეტენდენტი გაუშვეს კანდიდატად. რა დავიჯეროთ, რომ 15 ადამიანიდან არავინ ვარგოდა?

 

5) თუ პრეტენდეტი აკმაყოფილებდა სამინისტროს კრიტერიუმებს, რატომ არ გაუშვეს ისეთ სკოლებში, რომელიც პირველივე ქონდათ მითითებული და ზოგირეთი გაუშვეს იმ სკოლებში სადაც მოქმედი დირექტორი წარადგინეს, ხოლო სხვებისთვის ეს იყო როგორც მეორე ან მესამე სკოლა.

 

მე ამ თემაზე საკმაოდ ბევრი მაქვს დაწერილი. დაწყებული ტესტირებული გამოცდიდან და ამ ბოლო გასაუბრებებით დამთავრებული.

 

„არასწორი ტესტები“, „გასაჩივრების შეუძლებლობა“, „ტექნიკური ხარვეზები“. სიკვდილმისჯილს აქვს საკუთარი თავის მართლების საშუალება, ხოლო ტესტირება ვინც გაასაჩივრა ფაქტიურად ამის უფლება არ მისცეს, ამას ნიშნავდა გასაჩივრების პირობები, როდესაც რამოდენიმე საათში დაწერილ ტესტში ნახევარი საათი მისცეს შეცდომები იპოვეთო (ანუ თითო ტესტისთვის 18 წამი).

 

მოკლედ, იმდენად გააჭიანურეს ეს პროცესი, 2 წლის განმავლობაში მათთვის არასასურველი ადამიანები ეტაპობრივად ჩამოიშორეს, ხოლო ეს იყო ბოლო წერტილის დასმა. ამ სიტუაციაში ის არის ცუდი, რომ თუ სკოლაში მოქმედი დირექტორი საკმაოდ რეიტინგულია ყველანაირად ეცადნენ მის ჩამოშორებას, ხოლო თუ ვინმემ მოძებნა ნაცნობი, მეგობარი („დაქალი“) სამინისტროში ის დარჩა და მას შესაძლოა კონკურენტიც არ ყავდეს სკოლაში წარდგენილი, ან ისეთი კონკურენტია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს.

 

არა მგონია, რომ ახლაც მიეცეთ ადამიანებს გასაჩივრების საშუალება, ერთადერთი გზა სასამართლოა, მაგრამ იქაც, რომ დაამტკიცოს პრეტენდენტმა სიმართლე, მის მიერ მითითებულ სკოლაში არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება და შემდგომში იმ ადამიანს გაუჩნდება სამართლიანი გულისწყრომა ვინც უკვე აირჩია სამეურვეო საბჭომ.

 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამინისტროს ქცევა იქნებოდა სავსებით სამართლიანი, თუ გამოქვეყნდებოდა შეფასების კრიტერიუმები, ასევე კანდიდატთა რაოდენობა იქნებოდა სკოლებში არანაკლებ 3 ადამიანისა (სადაც რაოდენობა 3 და მეტი იყო) და თვითონ სკოლას ემსჯელა ვინ აერჩიათ. ზოგი საკუთარ სკოლაში, რომ წარადგინეს და ზოგი სხვა სკოლებში გადაანაწილეს, ემსჯელათ 1 პრინციპით, ან ყველა წარედგინათ საკუთარ სკოლაში, ან არავინ. იმისთვის რომ სამართლიანობა დაცული ყოფილიყო.

 

მოკლედ „არა შეჯდა მწყერი ხესა“!!! თუ სამინისტრომ მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაატარა წინა ეტაპები საზოგადოებას არ უნდა ქონოდა იმის ილუზია, რომ ეს ეტაპი სამართლიანად ჩაივლიდა. ერთადერთი რაშიც სამინისტრო დახელოვნდა ეს არის სპექტაკლის დადგმა და ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !