-
2014-08-26 12:29
თბილისში კაიროს ქუჩაზე 60 წლის კაცმა მცირეწლოვანი ბავშვი გააუპატიურა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ბავშვს ფულს სჩუქნიდა და ასე ცდილობდა ბავშვის გულის მოგებას.
"რამდენჯერმე ბავშვის ძმას დაუნახავს როგორ სჩუქნიდა ეს მამაკაცი ბავშვს 10 ლარს. სახლში იტყუებდა. მამამისმა ეს ამბავი რომ გაიგო სახლში მივარდა მის მოსაკლავად, თუმცა შევაკავეთ და ეს არ დავუშვით." - აცხადებენ "სამოქალაქო პრესასთან" დაზარალებულის მეზობლები.
ამ დროისთვის დამნაშავე უკვე დაკავებულია.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სექსულაური ხასიათის ძალადობას გულისმობს.
წყარო: ,,სამოქალაქო პრესა"