-
2014-08-25 16:54
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევვით, გამოკითხულთა 29% თვლის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, კვლევაში მონაწილეთა 21% მიიჩნევდა, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა, ხოლო 20%-ის აზრით, გაუმჯობესდა.
რაც შეეხება 2014 წლის აპრილს, NDI-ის გამოკითხულთა 35% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 11% მიიჩნევდა, რომ შემცირდა.