
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის „ჩიხურამ“ პენალტების სერიაში თურქული „ბურსა“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
პენალტების სერიის შემდეგ „ჩიხურასა“ და „ბურსას“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი თურქი გულშემატკივრების ტრიბუნასთან იზეიმა.
რამდენიმეწუთიანი ინციდენტი პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. თუმცა კონფლიქტი ამით არ დასრულებულა.
ხელჩართული ჩხუბი ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა.
http://www.ambebi.ge/semtxveva/107242-khelcharthuli-chkhubi-thurq-da-qarthvel-zhurnalistebs-shoris-ra-mokhda-qchikhuraq-qbursasq-matchis-shemdeg.html