
"ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის სწრაფად იზრდება და მიმაჩნია, რომ იქნება და არის უფრო ეფექტური მინისტრი. მან კარგად გააგრძელა მუშაობა, ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ გასულ წელს,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოლიტიკის დროში" და დასძინა, რომ შს მინისტრისადმი არსებულ კრიტიკას არ ეთანხმება.
,, ლექსო მართლაც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და თქვენ მას არ იცნობთ . სპეკულაციები, რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, ძალიან სასაცილოა. კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, ჩვენთან კრიმინალის დონე არის გაცილებით შემცირებული, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.
მართლაც არ მაქვს საპრეტენზიო ლექსოს უწყების მიმართ. მინდა ყველამ დავაფასოთ ის შრომა, რასაც ახორციელებენ პოლიციის თანამშრომლები,“ - აღნიშნა პრემიერმა.