პროექტორით გამართული „სხოდკა“ და Skype-ით მონათული „კანონიერი ქურდი“ ქსნის ციხეში?

Image

გამოცემა „რეპორტიორი.ჯი“ აქვეყნებს გაზეთ „საკვირაოს“ სტატიას, სადაც აღწერილია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ქსნის ციხეში კიდევ ერთი „ნათლობა“ შედგა და პატიმარი „სკაიპის“ საშუალებით ე.წ. კანონიერ ქურდად მოინათლა.

 

წყაროს ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ დაწყებული საკადრო წმენდა, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. ჟურნალისტი ნინო დარბაიძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღწერს სიტუაციას, რომელიც ქსნის ციხეში იყო შექმნილი:

 

„ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული გ.კ. „კანონიერ ქურდად" მონათლეს და ეს ყველაფერი სკაიპის საშუალებით მოხდა“,-წერს ავტორი.

 

„ციხეში პატიმრის ქურდად მონათვლა, თანაც, უცხოეთიდან და სკაიპის მეშვეობით, მართლაც შემაშფოთებელი ამბავია და ეს ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი რიგზე არ არის. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო პატიმრის ქურდად მონათვლა, სკაიპის მეშვეობით? პატიმარს საკანში უნდა ჰქონოდა კომპიუტერი (ლეპტოპი) ან მაღალი დონის მობილური ტელეფონი.

 

ციხის ტერიტორიაზე უნდა მოეხერხებინა ინტერნეტის სიგნალის დაჭერა და ამ გზით უნდა დაკავშირებოდა საზღვარგარეთ მყოფ ე. წ. კანონიერ ქურდებს. უნდა შემდგარიყო ე. წ. სკაიპ-კონფერენცია და წარმართულიყო „ქურდად მონათვლის" პროცედურა, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდებოდა, სავარაუდოდ, ერთი საათი მაინც.

 

ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ პატიმრის ქურდად მონათვლა შედგა პროექტორის გამოყენებით, ანუ ციხის საკნის კედელი ასრულებდა დიდი ეკრანის ფუნქციას, რომელზეც სპეციალური აპარატურის საშუალებით ვიდეოგამოსახულება მიიღება. როცა ციხეში ხერხდება ლეპტოპის, ან თუნდაც მობილური ტელეფონის და, მით უმეტეს, პროექტორის შეტანა, შემდეგში კი ეს ყველაფერი პატიმრის ქურდად მოსანათლად არის გამოყენებული, რა თქმა უნდა, სისტემის ფაქტობრივი კრახია,“- ნათქვამია სტატიაში.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქსნის კოლონიაში პატიმარ გ.კ.-ს ქურდად მონათვლა სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელთა ნებართვითა და ხელშეწყობით მოხდა. წყარო ამბობს, რომ მინისტრი სუბარი და გენინსპექციის უფროსი სუბელიანი ე. წ. კანონიერ ქურდებთან ვალში არიან, რადგან ციხეში არსებული პრობლემები სწორედ ე.წ. ავტორიტეტებმა მოაგვარეს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში სტატიას სერიოზულად არ აღიქვამენ და აცხადებენ, რომ „ამ თემაზე არანაირი კომენტარი არ გაკეთდება“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !