
თბილისში უეცრად ადიდებულმა მტკვარმა ორი მეთევზე პატარა კუნძულზე მოაქცია, საიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
მეთევზეებს მაშველებმა დროულად მიუსწრეს და გამოიყვანეს. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის, იმედა კუხიანიძის განცხადებით, მეთევზეებს პირველადი დახმარება არ დასჭირდათ და ისინი სახლებში გადაიყვანეს.