
25 წლის თბილისელი ალექს შტორმი ნატურიზმით არის გატაცებული. იგი პროფესიით სოციოლოგია, თუმცა არსად არ მუშაობს.
ნატურიზმით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და გადაწყვიტა ამ გზას გაყოლოდა.
„ნატურიზმი იმით არის კარგი, რომ ის ნებისმიერი ზომის, წონის, ფორმის და აღმსარებლობის ადამიანს შეუძლია გახდეს. ნუდისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გავა სანაპიროზე და გაიხდის, მანიაკიც შეიძლება იყოს ნუდისტი.
ნატურისტი კი ჯანსაღ ცხოვრებას ქადაგებს. ძირითადად, ვეგეტარიენელები არიან და ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრება დაამკვიდრონ საზოგადოებაში, მე არც ვეწევი, არც ვსვამ, ჯანსაღად ვიკვებები, შიშვლად ვბანაობ ლისის ტბაზე.
მიყვარს ხელოვნება, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ვეხმარები და შიშველს მხატავენ. სამწუხაროდ, ლისის ტბაზე არ არის ისეთი ადგილი, რომ შენთვის მყუდროდ იბანაო, ამიტომ შორს გავდივარ წყალში, ხალხმა რომ არ დამინახოს.
დღეში დაახლოებით 5 ადამიანი მხატავს. დაახლოებით სამი საათი ვზივარ შიშველი და მხატავენ. ნატურისტები ვცდილობთ, საუთარი სიშიშვლე არ იყოს სექსუალური ხასიათის, ისე მივაწოდოთ სხვას.
მე როგორც ვიცი, საქართველოში არის კანონი, რომელიც საზოგადოებაში შიშვლად გამოჩენას კრძალავს, სოლიდური ჯარიმაა, თუ დამაჯარიმებენ, ვერც გადავიხდი...“ - ამბობ ალექს შტორმი.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106506-25-tslis-thbiliseli-nudisti-bitci-romelic-lisis-tbaze-shishishveli-banaobs-qdamimtkicon-rom-shishveli-banaoba-garyvnilebaaq.html