
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარე დადიანების კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ.
წირვაზე დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილს გამოაბრძანებენ და მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა ექნებათ. სიწმინდეებს მსვლელობით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ.
საზეიმო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) ადგილობრივ და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარებს.