-
2014-07-14 21:09
პრეზიდენტის რძალი, ლიკა ევგენიძე უკვე ერთი თვეა საქართველოშია და კიდევ ორი კვირააპირებს დარჩენას, შემდეგ კი ისევ ამერიკაში დაბრუნდება.
„მთლიანობაში თვე-ნახევარი გამომივა საქართველოში ყოფნა. რაც შეეხება ბიუროკრატიულ საკითხებს, ჯერ კიდევ არ მომიგვარებია, შუა პროცესში ვარ. ყველაზე მთავარი ეტაპი, დღეების დაგროვებაა, ამის გამო ვერ გამოვდიოდი ქვეყნიდან.
სექტემბერში ისევ უნდა შევიტანო საბუთები და გარკვეული დროით კვლავ არ მექნება ამერიკის დატოვების უფლება. მიხეილ სააკაშვილი იმდენად დაკავებულია, რომ ერთ ადგილას ხშირად და დიდხანს არ ჩერდება, ამიტომ ხშირი კონტატი არ გვაქვს, თუმცა შეხვედრებს ვახერხებთ“, - განაცხადა ლიკა ევგენიძემ.
„რეიტინგი“