როგორ მიულოცა თბილისელებს ახალი მერის არჩევა ვანო მერაბიშვილის სიდედრმა: „პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!!!“

Image

ყოფილი შს მინისტრის სიდედრმა დავით ნარმანიას დედაქალაქის პროლემებზე „ფეისბუქით“ „მოახსენა“  და დაჰპირდა, რომ თავის შენიშვნებსა და წინადადებებს ქალაქის მერს არც მომავალში მოაკლებს.

 

 

„ბატონო დავით ნარმანია.

 

გილოცავთ მილიონნახევრიანი და 1600-წლიანი (როგორც ბოლო არქეოლოგიური კვლევებით ირკვევა - მინიმუმ 1900-წლიანი) ისტორიის მქონე ქალაქისა და საქართველოს დედაქალაქის მერობას (ქალაქისთავობას, ანუ).

 

მართალია თქვენი მინისტრადყოფნის პერიოდში დიდი გამოცდილება შეიძინეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეთ სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში, მაინც თავს მოვალედ ვთვლი ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო საქართველოს დედაქალაქის განვითარების საქმეში და ჩემი ერთი ხმა შეგაწიოთ თქვენს დამხმარედ და გვერდში მდგომად.

 

მაშ ასე, გაცნობებთ:

 

1. სეიდაბადში 24 პირველი ხარისხისა და 18 მეორე ხარისხის ავარიული სახლია;

 

2. კალოუბანში 4 ავარიული სახლია, რომელიც გამაგრებას აღარ ექვემდებარება;

 

3. კალაში სანიაღვრე სისტემებია გაჭედილი;

 

4. მადათოვის კუნძულზე მწვანე საფარი იჩეხება;

 

5. ვირის ხიდზე ვირები დაიარებიან სისხამ დილით და სავალ ნაწილზე სკორავენ;

 

6. შაითან-ბაზარში სრული ანტისანიტარია სუფევს და არავინ აქცევს ყურადღებას;

 

7. სირაჩხანა ტრანსპორტისთვის მიუდგომელი გახდა ცალმხრივი მოძრაობის გამო და კახეთიდან პროდუქციის ჩამომტანთ ძალიან უჭირთ;

 

8. ფეთხაინში გზა არის ბევრ ადგილზე ჩავარდნილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი დაზიანებული;

 

9. მუხრანის ხიდის საფეხმავლო ნაწილში სრული ანტისანიტარია სუფევს;

 

10. ციციანოვის აღმართში სავალ ნაწილზე ნაჟური წყალი გადმოდის და საავარიო სიტუაციები იქმნება;

 

11. სოღანლუღში ერთი წესიერი ტროტუარი არ არის;

 

12. სოღდებილის სანახებში ხშირია უკანონო მშენებლობა;

 

13. ავანაანთხევის მწვანე საფარი (წიწვოვანიც კი) დაავადებულია და შველას ითხოვს;

 

14. ალექსანდერდორფის მოსახლეობა ქვეწარმავლებმა შეაწუხა;

 

15. ვანქის უბანში ასფალტის საფარია დაზიანებული;

 

16. დროა აღდგენილ იქნას და ექსპლუატაციაში შევიდეს "გრანდ-ოტელი" და სასტუმრო "ლონდონი";

 

17. რით ვერ დასრულდა სარემონტო სამუშაოები სახაზინო თეატრში?

 

18. ზუბალაშვილების სახალხო სახლის წინ გზის ჩაწოლის გამო საკანალიზაციო ჭამ ამოიწია და მანქანები ზიანდება;

 

და ა.შ.

 

ბატონო დავით, ჩემს შენიშვნებსა და წინადადებებს პერიოდულად გაახლებთ ხოლმე. თქვენის ნებართვით, ცხადია.

 

ადელხანოვისა და თამამშევის მადლი

 

გფარავდეთ!

 

პატივისცემით!...

 

თბილისს ზუსტად ისეთი მერი ეყოლება, როგორის ღირსიცაა!!! პეროგაყრილებო, შეგერგოთ ნორას ბიჭი, მეტის ღირსი არ ხართ!!!", - წერს „ფეისბუქის“ გვერდზე მერაბიშვილის სიდედრი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !