
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დიეტების დაცვა ხშირად უწევდა.
„როცა მუცლის პრესი ნავარჯიშები არ მქონდა, ან როცა წონაში მომატებული ვიყავი, ეს არ მსიამოვნებდა და ვცდილობდი, ისეთი „კუპალნიკი“ შემერჩია, რომელშიც ნაკლი არ მოჩნდებოდა. ზაფხულის დადგომასთან ერთად დიეტას ვიწყებდი.
თავმოყვარე ვარ და ვერ ვეგუები, როცა რაღაც „ისე“ ვერ არის... ვულგარულ საცურაო კოსტუმს არც საქართველოში ჩავიცვამ და არც საზღვარგარეთ ყოფნისას. ისე, კარგა ხანია საქართველოში ზღვაზე არ დამისვენია.
ხომ იცით, ბათუმში დასვენება უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე თურქეთში. ჰოდა, საზღვრებს მიღმა შვილთან ერთად მივდივარ ხოლმე“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
„გზა“