
ნიკანორ მელიას პოლიტიკური ველი მოუსუფთავდა , თორემ უგულავას დაკავებას ჩემზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია,-ამის შესახებ დავით ნარმანიამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიასთან გამართული დებატებისას განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ გიგი უგულავას დაკავებას არსებითი გავლენა ჩემზე და ჩემს კამპანიაზე არ მოუხდენია. მე ვფიქრობ, რომ ის ბატონ ნიკანორ მელიას უფრო აწყობდა, რადგან მას გვერდში ჰყავდა ადამიანი, რომელთან მიმართებშიც ძალიან ბევრი კითხვა იყო გაჩენილი და ის არაერთ დანაშაულში არის მხილებული.
აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკური ველი აბსოლუტურად მოუსუფთავდა და უამრავი დანაშაულებებით დატვირთული ადამიანი გვერდით არ ჰყავს, ეს ბატონ მელიას უნდა აძლევდეს ხელს", - განაცხადა ნარმანიამ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, სჭირდებოდა თუ არა უგულავას დაკავება ნარმანიას წარმომადგენელ პოლიტიკურ გუნდს.
ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება დავით ნარმანიას საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდა, რადგან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უგულავას დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა, მას ქვეყანა ბევრჯერ ჰქონდა დატოვებული და ყველა ჯერზე უკან ბრუნდებოდა.