
სოფო შევარდნაძე მედიაში გავრცელებულ მის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას არავისთან უსაუბრია.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფო შევარდნაძეს ჰქონდა გარდაცვლილი ბაბუის დატოვებული წერილი, სადაც ედუარდ შევარდნაძე ბიძინა ივანიშვილზე ამბობდა, რომ ის ქვეყანაში ინვესტიციებს ტყულად არ ჩადებდა.
ედუარდ შევარდნაძე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადრეც და შემდგომაც განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა,-ამბობს შევარდნაძე და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.
“აღშფოთებული და გაოგნებული ვარ იმ ცრუ ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა gurianews-ის საიტზე. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს; უფრო მეტიც, არანაირი კონტაქტი არ მქონია ამ სააგენტოსთან საერთოდ. ამაზრზენია, როდესაც, ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში, არსებობენ ჟურნალისტები ან მავანნი და მავანნი, რომლებიც სპეკულირებენ ბაბუაჩემის გარდაცვალების თემით.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ; ადრეც და შემდგომაც ის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა მის საქმიანობას. განსაკუთრებული მადლიერი იყო მისი იმ გადამწყვეტი წვლილისთვის, რაც მას სამების ტაძრის მშენებლობაში მიუძღვის...
ვთხოვ ჩემს ყველა კოლეგა ჟურნალისტს და საიტების რედაქტორებს, ჩემი ოჯახისთვის ამ მძიმე და რთულ დროს, თავი შეიკავონ ცრუ და თვითნებური ინფორმაციის გავრცელებისგან. გთხოვთ, ის ამაზრზენი, ე.წ. ინტერვიუ, რომელიც გავრცელდა ინტენეტის მეშვეობით, მოხსნათ თქვენი საიტებიდან. წინასწარ გიხდით მადლობას ჟურნალისტური სოლიდარობისთვის”, - წერს შევარდნაძე.