
თბილისის მერობის ორ კანდიდატს, ნიკა მელიასა და დავით ნარმანიას შორის დებატები, დღეს 21:00 საათზე, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.
როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, მისთვის უცნობია ვინ წაიყვანს დებატებს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
"როგორ შეიძლება არ ვიყო თანახმა გავმართო დებატები ადამიანთან, ვისაც დედაქალაქის მერობის სურვილი აქვს. თბილისელები იმსახურებენ ამას, ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად, რატომ თქვა ბატონმა ნარმანიამ და მისმა გუნდმა უარი ოთხ ტელევიზიაში დებატების გამართვაზე მაშინ, როცა ჩემი თანხმობა იყო. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტუდიაში მე მარტო ვიჯექი. ჩვენ მიწვევა გვაქვს "რუსთავი 2"-ზე, "იმედზე" და ასევე "მაესტროში".
გამომდინარე აქედან, საწყენია, რომ იგი და მისი გუნდი არ ენდობა ჟურნალისტებს. საუბრობს, რომ ნეიტრალური წამყვანი უნდა იყოს, რათა წარმართოს დებატები.
ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ეს არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა არ არის დაწყებული, თორემ სიამოვნებით. ყველაფერი იქით მიდის, რომ იქიდან მივიღებდი მოწვევას და თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითაც მივიღებდი იმ დებატებში მონაწილეობას.
ძალიან მიხარია, რომ ბატონი ნარმანია მზად არის გამოცხადდეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" და მიიღოს მონაწილეობა დებატებში", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ქარტული ოცნების მერობის კანდიდატის მოთხოვნით, ის დებატებსი მხოლოდ იმ შემთხვევასი მიიღებდა მონაწილეობას, თუ შეხვედრა ,,ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გაიმართებოდა.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური შაბათს 12 ივლისს გაიმართება.