
„იმ ქვეყანაში, სადაც ჯაბა იოსელიანი ტერენტი გრანელის გვერდით განისვენებს, შევარდნაძე რომ ტაძრიდან გაასვენონ, არ გამიკვირდება... “- ამბობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე ,,ფრონტნიუსთან“ საუბრისას.
,, არასდროს არავისთი ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის სახელს ვარქმევდი ყველაფერს. ის პერიოდი ასე ადვილად არ ჩაივლის ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა...
ნუ იტყვით, რომ ვინმესთვის საგალობლების ფონზე ტაძრიდან გამოსვენება მენანება, პირიქით - უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს ედუარდ-გიორგი, მაგრამ პანთეონის და ტაძარში დასვენების დანიშნულება არ დაგვავიწყდეს. ხშირად ვსტუმრობ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა ძვალთშესალაგს და ჩემი კუთხის პოეტს რომ დავჰყურებ, მის სიახლოვეს დასვენებული იოსელიანის (აგრეთვე აცხონოს უფალმა) ხილვა, წალენჯიხაში, გრანელის ქუჩაზე მოწყობილ ნგრევას და ცეცხლის ალებს მექანიკურად მახსენებს...
მას მერე ვერ დადგა ფეხზე ჩემი ოდაბადე... მიკვირს, ბევრი რამ მიკვირს ჩვენი ავ-კარგიანობისა....“ – ამბობს მამა პეტრემ.
ამ კომენტარით, სასულიერო პირი ედუარდ შევარდნაძის სამებაში დასვენების გადაწყვეტილებას გამოუხმაურა.