
სულ ცოტა ხნის წინ, მოსკოვის პროსპექტზე, „ვოლგაში“ მცხოვრები მამკაცის მონათხრობმა სრულიად საქართველო შეძრა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ახალგაზრდებმა ხელფასიდან დანაზოგის გაკეთებაც კი გადაწყვიტეს, მისთვის წამლები რომ ეყიდათ.
ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მამაკაცი თავშესაფარშიც გადაიყვანეს, თუმცა როგორც ირკვევა, იგი საცხოვრებლად კვლავ მანქანაში დაბრუნდა.
„ბადრი გაბრიჩიძეც ისე თბილად მივიღეთ, როგორც სხვები. საკვებსაც იმას ვაჭმევდით, რასაც სხვები მიირთმევდნენ. ჩვენ მრავალი შემომწირველი გვყავს და როგორ ფიქრობთ, აქ მოხუცებს რაიმე რომ დავაკლოთ, ვინ გაგვაჩერებს?! საუზმეზე კარაქი, ყველი, ჩაი, კაკაო და ფაფა გვაქვს.
იმის მიუხედავად ვის როგორი ფაფა უყვარს, ორ-ორ ქვაბს ვხარშავთ. ბადრი გაბრიჩიძემ შვრიის ფაფა მიყვარსო და მივართვით. სადილზე გუფთას, ტოლმას, ხორციან სოუზს, გარნირიან კატლეტს, სუპს, ბორშს ვამზადებთ... ამ ბატონს სადილი რომ მივართვით, გვითხრა, - მე ის კაცი ვარ, ქვაბის ნაძირალა ვჭამოო?
მერე დაურეკა თავის მძღოლს (თავად თქვა ასე), ფული მისცა და რესტორნიდან მოატანინა სადილი. დაუჯერებლად გეჩვენებათ, არა? ჩემს ნათქვამს პანსიონატის ყველა მცხოვრები დაადასტურებს. ბატონი ბადრის აქ ყოფნისას ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ყველი მოგვიტანა. ეს რომ დაინახა, გვკითხა, - ჩემთან რატომ არ მოვიდა, ალბათ უბრალო მძღოლი იყო, თორემ უსათუოდ მინახულებდა, მე ყველა მიცნობსო.
მძღოლი არ ყოფილაო, - რომ ვუთხარი, გაბრაზდა. იმ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა – ამ კაცს ვიცნობთ, ზამთარში ჩვენი თანამშრომლები საწვავს უსხამდნენ, რომ არ გაყინულიყოო. როგორც ჩანს, შემოწირულობები მოაკლდა ბატონ ბადრის და იმიტომ დაბრუნდა ქუჩაში“, - განაცხადა თავშესაფრის მომვლელმა.
„კვირის პალიტრა“