
ასტროლოგების აზრით, სახელოვნებო სფეროში ყველაზე დიდი წარმატებით ლომი, ვერძი და სასწორი ბავშვები ახერხებენ თავის გამოჩენას.
თუმცა, ლომსა და ვერძს სასწორისგან განსხვავებით, საკმარისი ამბიცია და ენერგიულობა გააჩნიათ იმისთვის, რომ თავად დაიმკვიდრონ ადგილი მზის ქვეშ. სასწორს კი ამ მხრივ ცოტა ხელის შეშველება დასჭირდება.
სპორტულ სარბიელზე მშვილდოსნის ან ტყუპის მშობლებს ელით სიამაყის განცდა საკუთარი პირმშოს წარმატების გამო. მშვილდოსანი ფიზიკური აქტივობით გამოირჩევა და ქუდბედიანობის ხარჯზე ხშირად ხვდება საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ტყუპს კი მოქნილი კიდურები გააჩნია, ამიტომ მისგან კარგი ფეხბურთელი ან კალათბურთელი გამოდის.
კირჩხიბები, თხის რქები, კუროები, ქალწულები, თევზები – უფრო ვიწრო ოჯახურ წრეში ავლენენ საკუთარ ნიჭსა და ტალანტს. თუმცა მათ შორისაც გვხვდებიან გამორჩეული ინდივიდები.
აი, რაც შეეხება მორიელს, მის მშობელს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს ცნობილი კრიმინალის დედის ან მამის სტატუსის დასამსახურებლად. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, ისე თუკი პატარა მორიელს ჩანასახშივე განუვითარებთ სულიერებას, გულმოწყალების გრძნობასა და სხვების პატივისცემას, მომავალში მისგან შესაძლოა დიდი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწეც დადგეს.
თუმცა, ვუნდერკინდი შვილის ყოლის განსაკუთრებული შანსები მაინც მერწყულის მშობლებს გააჩნიათ. როგორც ასტროლოგები თვლიან, სწორედ ამ ნიშნის გავლენით იბადებიან ყველაზე მეტი ინდიგოს ტიპის ინდივიდები, რომელთაც განსაკუთრებული უნარები და რეფორმატორული ნიჭი გააჩნიათ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
http://www.astrologi.ge/astro-ambebi/bavshvebi/3063-aris-thu-ara-thqveni-shvili-vunderkindi-amas-misi-zodiaqos-nishani-ganapirobebs.html