როგორი თმის ფერი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Image

მოდის ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თმის ფერი, ფორმა და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშანთანა მჭიდრო კავშირშია. ამიტომ სანამ თმის ფერის შეცვლას დააპირებთ, გაეცანით ასტროლოგის რჩევებს.

 

 

ვერძი ქალის აქტიურ ხასიათს ბაცი ჟღალი, წითური, ან მკვეთრი ქერა თმა შეეფერება.

 

კუროს ბუნებრივი ტონალობები უხდება – ღია ყავისფერი, თაფლისფერი, შოკოლადისფერი.

 

ტყუპმა სასურველია წაბლისფერი აირჩიოს. მას ასევე ძალიან დაამშვენებს მუქი სპილენძისფერი თმა.

 

კირჩხიბებს ასტროლოგები მელირებული თმის ტარებას ურჩევენ. ტონალობა კი თავად აარჩიეთ – დაწყებული მოყავისფრო გამით, დამთავრებული გაღიავებული ბოლოებით – ყველაფერი მოგიხდებათ.

 

ლომს ერთმნიშვნელოვნად ქერა თმაზე ურჩევენ არჩევანის შეჩერებას. ამასთან ერთად, ქერა თმის უამრავი ელფერიდან ყველაზე საუკეთესო ლომისთვის ოქროსფერი, კარამელისფერი ან ფორთოხლისფერი ქერა იქნება.

 

ქალწულს ბუნებრივობა ხატავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მუქი წაბლისფერი, შავი ან ნატურალური ყავისფერი თმა უხდებათ ყველაზე მეტად.

 

სასწორის ტონალობა კი ხორბლისფერი ან ჟღალი-ქერაა. მას ასევე დაამშვენებს შოკოლადისფერი ფერის თმა.

 

მორიელი ვნებიანი და აქტიური ქალია. ამიტომ მისი "ფატალური იმიჯის" ხაზგასასმელად ასტროლოგები ორ ფერს – მუქ შავს ან მკვეთრ წითელს ურჩევენ.

 

მშვილდოსანს კი ბავშვური ხასიათის ხაზგასასმელად თაფლისფერი, რძიანი კაკაოსფერი ან ღია ყავისფერი თმა დაამშვენებს.

 

თხის რქის კონსერვატორულ ხასიათს ყველაზე უკეთ ერწყმის მოლურჯო-შავი, მუქი ყავისფერი ან ბაცი შოკოლადისფერი თმა.

 

ხოლო მერწყული ვარცხნილობაში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში ექსპერიმენტების დიდოსტატია. ამიტომ მას უფლება აქვს ატაროს ნებისმიერი ექსცენტრიკული ფერი – დაწყებული იასამნისფერით, დამთავრებული ფოსფორისფერითა და ელექტრიკი ლურჯით.

 

დაბოლოს, თევზებისთვის ბაცი ყავისფერი, ჩალისფერი ან "ომბრეს" ტიპის ვარცხნილობა გაიმეტეს ასტროლოგებმა.

 

 

 

http://www.astrologi.ge/home/astro-moda/3050-thmis-feri-romelic-zodiaqos-nishnis-mikhedvith-shegeferebath.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !