-
2014-06-18 21:32
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების შეძენა აიკრძალა, რუსთავის ავტობაზრობა და ავტომანქანებით მოვაჭრეები შავ დღეში აღმოჩნდნენ, რადგან საქართველოში ავტომანქანებს ძირითადად აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობდნენ. ავტომობილები აღარც სომხეთში გადის, რადგან განბაჟება სამმაგად გაძვირდა.
„ალიასთან“ საუბარში ერთ-ერთი ავტოდილერი აცხადებს, რომ „ძაღლის თავი“ რუსთავ-თბილისის გზების ტენდერშია „დამარხული“, რომელიც აზერებმა მოიგეს, მაგრამ ხელისუფლება ადგა და აზერების ნაცვლად საქმე ჩინელებს მისცა. ისინიც ადგნენ და საქმე ასე შემოატრიალეს.
„...მაგარია ალიევი! მარნეულის ხალხს რასაც ეტყვის, ხმას იმას აძლევენ, იმათი პრეზიდენტი დღესაც ალიევია, ამბობენ, რომ ნახევარ საქართველოში წილები აქვს. ამბობენ, ამ ავტობაზრობას ალიევის ცოლის ფირმა ყიდულობსო. ჯერჯერობით უკრაინელები სხედან აქ უფროსად და ისინი მართავენ, მაგრამ ეგეთი ხმა გამოვიდა, რომ აზერბაიჯანელების ხელში გადადის ეს ყველაფერიო.
ალიევისთვის ეს მომგებიანი ბიზნესი იქნება, ეს ბაზრობა იყო ფულის „სტანოკი“ და თუ კარგად აამუშავეს, დიდი ფული გაკეთდება.
... ყველა მანქანიდან 30 ლარი, მინიმუმ! თუ გაიყიდა მანქანა, კიდევ ემატება, მერე „სტაიანკის“ ფული ცალკე... აქ რომ დგანან მანქანები, ზოგს გადასახდელი აქვს 200, 500, 700 ლარი, იმდენი ხანი დგანან უკვე აქ....“ - აღნიშნა ავტოდილერმა.
„ალია“