-
2014-06-17 21:21
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს საკუთარ სკოლებში მიიღებენ.
სკოლადამთავრებულები, ისევე როგორც მაგისტრანტობის კანდიდატები, რეგისტრაციისას მითითებულ ადგილებზე. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეები ბარათის აღებას საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეძლებენ, სტუდენტები - თავიანთ უმაღლეს სასწავლებლებში.
აპლიკანტებს, რომლებსაც დაავიწყდათ რეგისტრაციის დროს საგამოცდო ადგილის მითითება, საშუალება ექნებათ ბარათი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10:00-18:00 საათამდე აიღონ", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.
გამოცდების სრული განრიგი ასეთია:
26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა;
30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;
უცხოური ენა:
2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.);
3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.);
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა;
4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა;
9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია; 10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია;
11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა; 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია;
14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
2014 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი კი ასე გამოიყურება:
7 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, B, ჩ და D);
8 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, B,C და D);
14 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - E);
15 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - E).
რაც შეეხება 2014 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, მათი ჩატარების განრიგი ასეთია:
2 ივლისი (პირველი სესია 08:00 საათზე): დაწყებითი (I-IV); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); მათემატიკა (I-VI); ბუნებისმეტყველება (I-VI); 4 ივლისი (პირველი სესია 08:00 საათზე) - პროფესიული უნარები;
7 ივლისი (პირველი სესია 08:00 საათზე): ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); მათემატიკა (VII-XII); ისტორია (VII-XII); გეოგრაფია (VII-XII); სამოქალაქო განათლება (VII-XII); ფიზიკა (VII-XII); ქიმია (VII-XII); ბიოლოგია (VII-XII); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (VII-XII);
8 ივლისი (პირველი სესია 08:00 საათზე): ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII); უცხოური ენა : ინგლისური ენა (I-XII); რუსული ენა (I-XII); გერმანული ენა (I-XII);
ფრანგული ენა (I-XII);
12ივლისი (პირველი სესია 08:00 საათზე): უცხოური ენის ზეპირი გამოცდა:
ინგლისური ენა (I-XII); რუსული ენა (I-XII); გერმანული ენა (I-XII); ფრანგული ენა (I-XII).
ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII).