-
2014-06-12 16:09
პუბლიცისტი და ჟურნალისტი გიორგი უძილაური ღუდუშაურის კლინიკის დასჯის მოთხოვნით გამოდის.
მეგობრებო ყურადღება! გახსოვთ დედის ამბავი, რომელმაც ფეისბუკს მიმართა _ სჭირდებოდაიშვიათი წამლები ახალშობილის გადასარჩენად. გახსოვთ, რომ ის თხოვნა ნახა ჯანდაცვისმინისტრმა და გაუგზავნა წამლები დედას ღუდუშაურში. ყველას გაგვიხარდა ეს ამბავი. ახლა გავიგე,რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ დაიწყო ღუდუშაურის შემოწმება.
მიზეზიც გავიგე:ღუდუშაურის კლინიკას უკან გაუბრუნებია ჯანდაცვის მინისტრის გაგზავნილი წამლები იმ მიზეზითრომ წამალი ჰქონიათ! (მათ არ იცოდნენ, რომ დედამ თხოვნა ფეისბუკზე დადო) ამის მიუხედავად,წამალი ბავშვისთვის არ გაუკეთებიათ. რომ არა გარემოებების დამთხვევა, ჯანდაცვის სამინისტროვერ გაიგებდა, რომ ღუდუშაურს წამალი არ გაუკეთებია ბავშვისთვის.
ამ დროისთვის ჯანდაცვამ წამალი გადასცა უშუალოდ დედას! და ღუდუშაურში კი შემოწმებადაიწყო. მივმართავ ღუდუშაურის კლინიკას: _ იმ დედას და ბავშვს ერთი თმის ღერიც რომ გაურხიოს,ბოლომდე ჩაგყვებით და გაიძულებთ, პასუხი აგოთ სასამართლოში, ჯანდაცვის სამინისტროს კივთხოვ, სამაგალითოდ დასაჯოს კლინიკა, იმისთვის, რომ ხვალ ამგვარი ვერ გაბედოს ვერავინ.
დედას არ უნდა ეშინოდეს ექიმების. მოგმართავთ ყველას, მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანეთ არამარტო ღუდუშაური, არამედ ნებისმიერი კლინიკა, რომელიც დანაშაულებრივ გულგრილობასგამოიჩენს თქვენი ან თუნდაც თქვენთვის უცნობი ადამიანის მიმართ, რომელიც დაგიმალავთსაყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, რომელიც დაგიწყებთ საუბარს რაღაც დამატებით ხარჯებზე.ყველა შემთხვევა გადაამოწმეთ.
ყველას გვსურს ჯანდაცვის სისტემის გამოსწორება. ამას მხოლოდ ჯანდაცვის რეგულირებისსააგენტო ვერ გაწვდება, თუ მოსახლეობაც არ დაეხმარა უკანონობის და გულგრილობისგამომზეურებაში. ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კლინიკებთან ნებისმიერიკონტაქტის შემთხვევაში მობილურზე აკრიფეთ 1505.
ეს ზარები იწერება, კლინიკებს ამის ეშინიათ.მაგრამ ყველაზე მეტად კლინიკებს ეშინიათ იმ პაციენტების, რომლებიც ცხვრებივით არეთანხმებიან კლინიკის ნათქვამს და ამოწმებენ ამას ჯანდაცვაში. ვიცი, ბევრს არ მოეწონება ესპოსტი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ასეთ ფაქტებს ბოლო უნდა მოეღოს. დარწმუნებული ვარ,სერგეენკოს რეფორმატორობა და საზოგადოების მხარდაჭერა საბოლოოდ ბოლოს მოუღებსზოგიერთი თავსგასული კლინიკის თავნებობას.
p.s. როგორც გავიგე, ღუდუშაურის ექიმებს შენიშვნა მიუციათ დედისთვის _ ქვეყანას რატომგააგებინე და ფეისბუკზე რატომ დადე თხოვნაო. ბავშვს რამე არ დაუშავდეს, თორემ ყველადამნაშავე ექიმს გამოვფენთ ფეისბუკზე!"- წერს გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.