-
2014-06-10 14:42
სურამში ნაზუქებით ერთ-ერთმა მოვაჭრემ ორიგინალურ ხერხს მიაგნო და თავის საცხობს გამყიდველად ორი მანეკენი „ამოუყენა“.
მოსაზრებული მოვაჭრე სურამელი ლევან ხაჩიძე აღმოჩნდა:
„აბა, რა უნდა მექნა? პატრულმა ნაზუქებს ნუ იქნევთ, მძღოლებს ყურადღება ეფანტებათო. მერე საახალწლო ნათურებით მქონდა აქაურობა მორთული და ჩამომიგლიჯეს... მას შემდეგ, რაც ჩემი ლამაზმანები დავაყენე, უამრავი ადამიანი ჩერდება, ჩემკენ აღარავინ იყურება, ამათ ელაპარაკებიან.
როგორც კი შებინდდება, ყველაზე მაგარი მარკის ავტომობილები უჩერებენ ამ „გოგოებს“. თოჯინა რომ შერჩებათ ხელში ცოტა გაწბილება კი ეტყობათ, მაგრამ რაღას გააწყობენ, ნაზუქს ყიდულობენ, თითქოს სწორედ ამისთვის გაჩერდნენ, მანეკენი კი ისე, სხვათა შორის შეათვალიერეს.
ბევრი მთხოვს, მოგვყიდეო, მაგრამ რომ გავყიდო, უკეთესი რა ვიყიდო? 200-300 ლარს მთავაზობენ თითოში... დოლარებიც შემოუთავაზებიათ. თითოში 250 ლარი გადავიხადე, მაგრამ თითო დღეში 50-100 ლარს შოულობს.
აბა, ასეთ ტანად და აშოლტილ ნაზუქების გამყიდველს სად იშოვი?! ამათ სამ დღეში ერთხელ ვუცვლი სამოსს, თანაც შილიფად აცვიათ და არც სცივათ. სულ ნაირ-ნაირ სამოსს ვყიდულობ.
აბა, ნახეთ, რომელ მეთონე ქალს აცვია ასე? ბევრი მხოლოდ იმისთვის ჩერდება, რომ მანეკენებთან ფოტო გადაიღოს. ახლა საახალწლოდ უნდა გამოვაწყო და ნახეთ, რამდენი კლიენტი მოაწყდება ჩემს თონეს...“ - ამბობს ლევან ხაჩიძე.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/104050-nazuqivith-qgogoebiq-romlebic-dgheshi-50-100-lars-shouloben.html