რას ყვება მეუფე იობი ციხეში ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე

Image

რუისის-ურბნისის მიტროპოლიტის თქმით, ბაჩო ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. იგი აღიარებს, რომ  ჩაიდინეს დანაშაულები და  ჰქონდათ  შეცდომები.

 

 

„ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს - როცა ჩემს მტერს  წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი მივიდე და ხელი გავუწოდო. სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ - მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო.  მამაოებთან არ გამოვალო - უპასუხა.

 

მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა არ უთქვამთ რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხვდა და გაოცებულმა მკითხა - თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო. ვკითხე - რას გულისხმობთ ლიბერალიზმში - ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნორირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლიბერალიზმი-მეთქი?

 

მერე მითხრა - შენ ვის დაუდექი გვერდში, ივანიშვილსო?  ვუპასუხე, ივანიშვილს დავუდექი გვერდით იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო...“ - იხსენებს „ასავალ-დასავალთან“ საუბარში მეუფე იობი.

 

მისი თქმით, შეხვედრის და საუბრის შესახებ მან უწმინდესს მოახსენა, მან კი ურჩია, ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო.

 

„მერაბიშვილს ვუთხარი, გავიგე, სადღაც დამიცავით და რატომ- მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია  მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი... თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა. ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ რომ მობრძანდითო და წავიდა.  გამოსვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა.

 

ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. მითხრა, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულები და  გვქონდა შეცდომებიო. ციხეში წავიღე ორი სამაჯური, რომლებზედაც ეწერა „ესეცა წარვალს“. მერაბიშვილმა არ გამომართვა. ისიც მითხრა, ID ბარათებთან დაკავშირებით ხალხს რატომ ატყუებთო? მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩვენი რწმენის საკითხია და ამაზე იოანე ღვთისმეტყველიც ბრძანებს, რომ ვისაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ ექნება, ის ვერც იყიდის და ვერც გაყიდის - მეთქი.

 

თუ თქვენ ეს გწამთ, მაშინ პატივს ვცემ თქვენს სარწმუნოებასო. მერე მკითხა, ვინაა იოანე ღვთისმეტყველიო? არ იცით ვინაა-მეთქი? არა, არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენსო. ვუთხარი, იგი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა - მეთქი. არც გამიგიაო.. მართლმადიდებელი ხართ-მეთქი? ჩემი რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებო, წამოვარდა და გაიქცა. ახალაიამ კი ეს სამაჯური გამომართვა", - იხსენებს მეუფე იობი.

 

 

 

„ასავალ-დასავალი“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !