
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, ქელეხის დროს, 50-დე ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ნარაზენელები აცხადებენ, რომ მოწამლულთა რაოდენობა უფრო მეტია და ისინი სახლის პირობებში მკურნალობენ.
„ლაივპრესი“ ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა, სადაც მოწამლვის ფაქტი დაადასტურეს. მათი თქმით, შესაძლოა, მოწამლვა ყველს, თევზს ან ლიმონათს გამოეწვია - ქელეხზე გამოტანილი პროდუქტების სინჯები უკვე აღებულია.