
როგორც მომღერლის მეგობარი, რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს, ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა და სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიდი ხანი თავს ვიკავებდი, რომ დამეწერა მაგრამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ჩემი მეგობარი, მომღერალი ეთერ კაკულია, მძიმე მდგომარეობაშია, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და სასწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და ჰოსპიტალიზება.
ვისაც შეგიძიათ დახმარება, გთხოვთ, მოგვიანებით მის პირად ანგარიშს მოგაწვდით და აქვე გთხოვთ, მან არ იცის მისი ზუსტი დიაგნოზი და თუ დაუკავშირდებით, ნუ ეტყვით დიაგნოზს . . . იმედი მაქვს, რომელიმე შოუ ან გადაცემაც დათანხმდება საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას, რათა მოხდეს სასწრაფო წესით თანხის შეგროვება, დრო ძალიან ცოტაა და სასწრაფოა“, - წერს რაულ ქირია „ფეისბუქის“ გვერდზე.