უცოლო ქართველი პოლიტიკოსები

Image

Ambebi.ge იმ პარლამენტარების და პოლიტიკოსების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც სასურველი სასიძოების ტიტულს ფლობენ. ისინი პოპულარობით სარგებლობენ მანდილოსნებში, მაგრამ როგორც ჩანს, ოჯახის შექმნას არცერთი მათგანი არ ჩქარობს.

 

 

პეტრე ცისკარიშვილი

 

იგი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში ანა სურმავასთან, რომელთანაც  12 წლის შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. პეტრე გასულ ზაფხულს სკანდალში გაეხვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მარიკა მერაბიშვილმა ქალიშვილი, ალისა გაუჩინა, რისთვისაც პეტრემ მარიკას ავტომობილი აჩუქა. როგორ გაგრძელდა პეტრეს და მარიკას ურთიერთობა, უცნობია, 39 წლის პარლამენტარი დღემდე უცოლოდ რჩება.

 

ალექსანდრე თამაზაშვილი

 

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სასიძო პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილია. ის პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. 28 წლის ალექსანდრე თამაზაშვილი არასდროს ყოფილა ქორწინებაში და არც ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით გამოირჩევა.

 

ნიკა მელია

 

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას ოჯახის მთავარი სადარდებელი, მისი დაოჯახებაა, თუმცა ნიკა არ ჩქარობს. ამბობენ, რომ ნიკა შეყვარებულია, მისი რჩეული საზოგადოებისთვის ცნობილი გოგონა გახლავთ, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით ახმაურებს.

 

გიორგი კანდელაკი

 

პარლამენტარი გიორგი კანდელაკიც დაუოჯახებელია. ის თბილისში, დიღომში ცხოვრობს დედასთან, მამასათან და დასთან ერთად. დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი. მის ბიოგრაფიაში ჟურნალისტური საქმიანობის ეტაპიც იყო, როცა ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის - "24 საათის" რედაქტორის მოადგილე იყო.

 

დავით საყვარელიძე

 

იგი დედისერთაა და აკადემიკოს დავით საყვარელიძის შვილიშვილია. ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი სწორედ ბაბუამისი იყო. თავად მედიცინას არ გაჰყვა და იურიდიულზე ჩააბარა. ერთი წელი ამერიკაში, ნიუ-იორკში სწავლობდა. მერე იაპონიაში მიიღო სამაგისტრო განათლება. ამბობენ, როცა პროკურორი იყო, ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე მოსწონდა. ლიკა მაშინ ეკრანზე არ ჩანდა, მხოლოდ ბალეტით იყო დაკავებული. ამბობენ, რომ ის რამდენიმე თვის მანძილზე ცდილობდა ლიკა ლაბაძის გულის მოგებას, მაგრამ ახლა უკვე ცნობილმა ტელეწამყვანმა მას სიყვარულზე უარი უთხრა.

 

Ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !