
დრამატურგის აზრით, ლიტერატურულ კაფეში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია. მისი თქმით, მომხდარი სპეციალურად გააბუქეს.
„ასეთი შემთხვევა დღეში ასი ხდება, მაგრამ რადგან “ნაციონალებს” ეხებოდა, ამიტომ გააბუქეს. ალბათ, მიხვდით რატომაც. არჩევნებია მოახლოებული, იმ კაცს 13 მილიონი აპატიეს და ახლა უნდათ, ასეთი სკანდალებით გადაფარონ ფაქტები. მე თვითონ კაცი ვარ და ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ამგვარი ფაქტი. მომხვედრია კიდეც, მაგრამ... როგორც კი მაგათ შეეხნენ, ლამის ელჩებიც კი ჩართეს საქმეში. რა ვქნათ?! სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ლაშა თაბუკაშვილმა.
„ასავალ-დასავალი“